მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
660 გრ. პურის ფქვილი, 1 ც. კვერცხი, 330 გრ. წყალი, 400 გრ. საქონლის ხორცის რბილობი, 460 გრ. ღორის ხორცის რბილობი, 1 თავი ხახვი, მარილი, პილპილი.
მომზადების წესი:
ფარშისთვის ხორცი დაჭერით ნაჭრებად და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
დაუმატეთ მარილი, პილპილი, წყალი, გატარებული ხახვი და ამოურიეთ. გაცრილი ფქვილი დაყარეთ სამუშაო მაგიდაზე, გააკეთეთ ფქვილში ძაბრისებური ღრმული, ჩაასხით კვერცხიანი და მარილიანი (12 გრ.) წყალი.
მოზილეთ მაგარი ცომი, გააჩერეთ 20-30 წუთი. გააბრტყელეთ რგოლებად, ჩადეთ გამზადებული ფარში, მიეცით პელმენის ფორმა და მოხარშეთ მარილიან წყალში 8-10 წუთი. პელმენებთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ კარაქი, არაჟანი, სუფრის ძმარი.
ულუფის რაოდენობა: 10; მომზადების დრო: 50 წუთი