მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. თევზი, 50 გრ. ზეთი, 25 გრ. ნიგოზი, 15 გრ. ქიშმიში, 100 გრ. პომიდორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
გასუთავებულ, ირიბად დაჭრილ თევზს წაუსვით მარილი, წიწაკა, დადეთ ღრმა ტაფაზე, მოასხით ზეთი და ზომიერ ტემპერატურაზე შეწვით ღუმელში.
ზეთში ოდნავ მოხალეთ დანაყილი ნიგოზი და ქიშმიში, დაუმატეთ პომიდორი და შუშეთ. გახეხეთ და შესქელებამდე შუშეთ.
ლანგარზე გადაიღეთ თევზი და მოასხით საწებელი.