მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კვერცხი – 2 ც. შაქარი – 1 ჭ. რძე – 1 ჭ. მურაბა – 1 ჭ.(შავი მოცხარი, მაყვალი, ქლიავი, მოცვი) სოდა – 2 ჩ. კ. ფქვილი – 2 ჭ. ტორტის კრემი: არაჟანი – 2 ჭ. შაქრის პუდრა – 1/2 ჭ.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი. ჩაუმატეთ ერთი ჭიქა რძე, ერთი ჭიქა მურაბა, ორი ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის კოვზი სოდა.
180 გრ. ტემპერატურაზე გამოაცხეთ ორი კვერი და გადაჭერით ფენებად.
ათქვიფეთ 0,5 ჭიქა შაქარის პუდრა ორ ჭიქა არაჟანთან ერთად. კვერებს გადაუსვით არაჟნის კრემი და შედგით მაცივარში.