ხუთშაბათი, 2024-04-18, 10:18 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » შემწვარი თევზის ფრიკადელები
    9:10 PM
    შემწვარი თევზის ფრიკადელები

    მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

    600 გრ. "მინტაი”-ს ფილე, 2 ს/კ კარაქი, 100 გრ. პური, 2 ს/კ რძე, 5-6 ც. კარტოფილი, 2-3 ც. პომიდორი ან 2 ს/კ ტომატ-პიურე, 3 ს/კ ზეთი, 10 გრ. ოხრახუში, 1-2 ს/კ პურის ფქვილი, ½ ჩ/ჭ ტომატის წვენი, შავი პილპილი დაფქული.

    მომზადების წესი:

    გაწმენდილი და გარეცხილი პომიდორი დაჭერით ნაჭრებად და ოდნავ შეწვით კარაქში.

    ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და შეწვით ზეთის ნაწილში პომიდორთან ან ტომატ-პიურესთან ერთად.

    თევზის ფილე დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეაერთეთ რძეში დამბალ პურთან, შემწვარ ხახვთან და პომიდორთან ერთად და კვლავ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ.

    თევზის მასისგან გააკეთეთ ბურთები (ფრიკადელები), ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში. თუნუქის ფურცელზე დაალაგეთ კარტოფილი, ზემოდან შემწვარი – ფრიკადელები, მოასხით ტომატის წვენი და თუშეთ მზაობამდე. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

    ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 50 წუთი
    კატეგორია: თევზეული | ნანახია: 1282 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge