მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ჭარხალი – 1 ც. სტაფილო – 2 ც. კვარცხი – 1 ც. პურის ფქვილი – 1 ჩ. კ. კურაგა - 100 გრ. ხაჭო – 400 გრ. მანანის ბურღული – 30 გრ. კვერცხის გული – 1 ც. ორცხობილას საფანელი – 2 ს.კ. შაქარი – 1 ს.კ.
მომზდების წესი:
ჭარხალი და სტაფილო მოხარშეთ, გახეხეთ, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, გადაურიეთ. კურაგა დაალბეთ. ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, მანანის ბურღული და გადაურიეთ.
ხელსახოცზე მოაფინეთ ორცხობილას საფანელი, ფენა-ფენა გააწყვეთ, ჯერ ხაჭო, შემდაგ ბოსტნეული და კურაგა, გადაახვიეთ რულეტივით. ცხიმწასმულ ჟარონაზე დადეთ რულეტი, გადაუსვით კვერცხის გული და გამოაცხეთ 30 წუთის განმავლობაში 180ºС. სუფრაზე გატანის წინ დაჭერით პორციებათ, მოაყარეთ მწვანილი და მოასხით არაჟანი..
ულუფების რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 1 საათი და 40 წ.