ინგრედიენტები:
ჭიქა= 237გრ
1 ½ ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა შაქრის პუდრა
¼ სუფრის კოვზი მარილი
9 სუფრის კოვზი კარაქი,
გაციებული და დაჭრილი
1 დიდი კვერცხის გული
330გრ წვრილად დამტვრეული შავი შოკოლადი
1 ¼ ჭიქა ცხიმიანი ნაღები
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
აურიეთ ფქვილი, მარილი და შაქარი.
დაუმატეთ კარაქი და აურიეთ სანამ მასა სველ ქვიშას არ დაემსგავსება.
დაუმატეთ კვერცხის გული და კიდევ კარგად აურიეთ.
22სმ დიამეტრის ფორმას ცხიმი წაუსვით. თანაბრად გადაანაწილეთ ცომი ძირზე და კედლებზე. გამოცხობის წინ საყინულეში შეინახეთ 30 წუთით.
დააფინეთ ცომზე პერგამენტის ქაღალდი და დაყარეთ ზემოდან ბრინჯი ან ლობიო (გამოცხობაში დეფორმაცია რომ არ მიიღოს ნამცხვრის ძირმა). მოათავსეთ ფორმა ღუმელში 25 წუთით, შემდეგ ამოიღეთ პერგამენტი ლობიოსთან ან ბრინჯთან ერთად და კიდევ 10 წუთი გამოაცხვეთ.
აადუღეთ ნაღები, ჩაყარეთ შოკოლადის ნატეხები და მოურიეთ სანამ კრემი ერთგვაროვანი არ გახდება, ცეცხლი გამორთეთ. დაასხით შოკოლადის კრემი ნამცხვრის ძირს. გააგრილეთ და შემდეგ მაცივარში 1 საათით მოათავსეთ.
გემრიელად მიირთვით!