ხუთშაბათი, 2024-04-18, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 25 » მარტივი შოკოლადის ტორტი
    8:37 PM
    მარტივი შოკოლადის ტორტი

    ამ მარტივ, მაგრამ ძალიან გემრიელ ნამცხვარს ჯულია ჩაილდი აცხობდა(ჯულია ჩაილდი ცნობილი კულინარული გადაცემის წამყვანი. მის ცხოვრებაზე გადაღებულია ფილმი „ჯულია და ჯულია")

    ინგრედიენტები 23-25 სმ დიამეტრის ფორმისთვის:

    175გრ შავი შოკოლადი, კაკაოს შემცველობა არა ნაკლებ 72%

    175გრ კარაქი

    160გრ შაქარი

    4 კვერცხი(განცალკევებული გული ცილისგან)

    2სუფრის კოვზი ბრენდი/რომი

    75გრ ნუშის ფქვილი(წვრილად დაფქული ნუში)

    35გრ ფქვილი

    ჩაის კოვზის მეოთხედი მარილი

    მოსართავად:

    175გრ შოკოლადი

    125მლ ნაღები

    1 სუფრის კოვზი რომი

    მომზადების წესი:

    გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი. პარალელურად ათქვიფეთ კვერცხის გულები 80გ შაქართან ერთად, მასა უნდა გაღიავდეს და მოიმატოს ზომაში. ათქვეფილ გულებს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი, რომი და ორივე სახის ფქვილი, ფრთხილად მოურიეთ კოვზით-მოძრაობა ქვევიდან ზევით უნდა იყოს მიმართული. ათქვიფეთ ცილა დარჩენილ შაქართან ერთად მყარი ქაფის მიღებამდე. დაუმატეთ 2 პორციად ათქვეფილი ცილები შოკოლადის მასას და ფრთხილად, კოვზით, მოურიეთ.

    ფორმა ცხიმწასმული ქაღალდით ამოფინეთ, მოათავსეთ შიგნით ცომი და ფორმა წინასწარ 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30წთ-ით მოათავსეთ. მზა ნამცხვრის შუაგული ოდნავ ნოტიო უნდა იყოს, ნამცხვარი ფორმაში გააგრილეთ და შემდგომ მოასხით განაში(გაალღვეთ შოკოლადი და დაუმატეთ ნაღები და რომი, აურიეთ).

    კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1555 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge