რამდენიმე დღის წინ მეგობართან პირველად გავსინჯე ასეთი წესით მომზადებული კომბოსტო და აღფრთოვანებული დავრჩი.ახალი კომბოსტო საფანელში მოსამზადებლად მარტივი და უგემრიელესია.
საჭირო ინგრედიენტები:
ახალი კომბოსტო 1კგ
საფანელი 200 გრ
მარილი, შავი წიწაკა ( ან სვანური მარილი)
ზეთი (ან კარაქი)
ახალი კომბოსტო კარგად გავრეცხოთ, შემდეგ შუაში გავჭრათ დაისე ჩავალაგოთ ადუღებულ წყალში, ცოტა ხანს გავაჩეროთ რომმოიწალოს. შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ საწურზე და რამდენიმეწუთი გავაჩეროთ რომ გაგრილდეს.
თეფშზე დავყაროთ საფანელი და შევურიოთ მარილი და შავიპილპილი. ჩემი მეგობარი საფანელში სვანურ მარილს ურევს, ისიცძალიან გემრიელი გამოდის.
კომბოსტოს ნაჭრები ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ.
შემწვარ კომბოსტოს ძალიან უხდება მაიონეზი.
გემრიელად მიირთვით!