დესერტი ბავშვებისთვის - 26 მარტში 2012 - mzareuli.do.am
ორშაბათი, 2016-12-05, 7:25 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » დესერტი ბავშვებისთვის
    6:54 PM
    დესერტი ბავშვებისთვის
    საშუალოდ 1,5 წლის ზევით ბავშვების უმეტესობა ყოველდღიურად მიირთმევს ნამცხვარს, ფუნთუშებს, ვაფლს თუ კანფეტს. ჩვენი 2 წლის ლაშაც ტკბილეულის დიდი მოყვარულია და მართალი გითხრათ, უარს ვერ ვეუბნებით კანფეტებზე, შოკოლადსა თუ ნაყინზე. ამ ასაკის ბავშვისთვის დიდად სასურველი რომ არაა ასეთი ნუგბარი კი ვიცით, მაგრამ, რა ვქნათ? ხშირად ვცდილობთ სახლში ნამცხვარი, ხილთან ერთად გათქვეფილი ხაჭო გავუკეთოთ, რასაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს. მგონი ძალიან ცოტა მშობელი მისდევს მოწინავე პედიატრების რჩევას (მაგ. ამერიკელი პედიატრი უილიამ სირსი – ავტორი ბავშვის ჯანმრთელობისა და აღზრდის შესახებ მრავალი წიგნისა) და ბავშვებს უყალიბებენ "სწორ კვებით მიდრეკილებებს”, არ ანებივრებენ ტკბილეულით.
    თუმცა ეს მართალი დედიკოები და მამიკოები დროდადრო ალბათ იმასაც ფიქრობენ: იქნებ უკვე დროა ჩვენს პატარას კანფეტი მაინც გავასინჯოთ?
    არა და როგორ გინდა ხოლმე ასიამოვნო პატარა გურმანი გემრიელი ნუგბარით...
    ნებისმიერი სუფრა გემრიელი დესერტის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის. როგორც წესი ესაა ნამცხვარი, ნაყინი, კექსი, ღვეზელი, ტორტი. ცხადია, რეგულარულად ამ საკვებით ბავშვის გახალისება არ ღირს (განსაკუთრებით 3 წლამდე).
    თუმცა ხომ არსებობს სასარგებლო დესერტი რომელიც სავსებით შეეფერება პატარას. ესაა ხილი თუ ხილფაფები, ხაჭოს მუსები და კენკრის ჟელე, ბრინჯის პუდინგი. ყველა ეს კერძი საუკეთესო ალტერნატივაა ყველანაირი ვაფლისა თუ ფუნთუშის.
    ყველამ ვიცით, რომ ხილის და კენკრის დესერტი – ვიტამინებისა და მინერალების 
    წყაროა, ხოლო ხაჭო – ავსებს კალცის ნაკლებობას ბავშვის ორგანიზმში. თუმცა, დროდადრო ჩვენს პატარას ვაშლის ღვეზელი რომ გამოვუცხოთ არაფერი დაშავდება.
    პატარები იზრდებიან, იცვლებიან და დესერტიც მათთან ერთად შეგვიძლია შევცვალოთ და გავამრავალფეროვნოთ.
    თოთოს, უკვე 5-6 თვიდან, დესერტად შეგვიძლია მივართვათ წვენი და ხილფაფა, ოღონდ უშაქროდ და კონსერვანტების გარეშე.
    არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება: ეკზოტიკური ხილი პატარებში ხშირად ალერგიას იწვევს. 1 წლამდე ასაკისთვის მიზანშეწონილია ვაშლი, მსხალი და ბანანი. აი, ყურძენს კი მოერიდეთ – გაზებს იწვევს.
    ერთი წლის დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ შეგვიძლია გავაფართოვოთ ხილის ასორტიმენტი. თუ ბავშვი არაა ალერგიული, ვცადოთ და მისი რაციონი გავამდიდროთ ციტუსებით, შავი ქლიავით (განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისთვის, რომელთაც კუჭის შეკრულობისკენ აქვთ მიდრეკილება) და მარწყვი.
    ამ ასაკის ბავშვებისთვის ძალზე სასარგებლოა ხაჭოსა და ხილის მუსი. შეგვიძლია უბრალოდ მიქსერით გავთქვიფოთ ხაჭო ბანანთან ან მარწყვთან ერთად, ან ხაჭოს შევურიოთ მურაბა ან ჯემი. ამ ასაკის პატარას შეუძლია საბავშვო ნამცხვარიც დააგემოვნოს.
    რა ვქნათ, თუ კი ბავშვი გამხდარია, დედამ კი საუცხოო ნამცხვრების ხცობა იცის.... - შეგვიძლია ბავშვს შევთავაზოთ ჩვენი გამომცხვარი ხაჭოს ნამცხვარი ან კექსი.
    ხაჭოს აქვს შესანიშნავი თვისება – თერმული დამუშავებისას არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ასე რომ, თუ თქვენი შვილი დიდი სიამოვნებით არ მიირთმევს ნაყიდ ხაჭოს, კალცის მარაგის აღდგენა შეგვიძლია ცომეულის მეშვეობითაც.
    მხოლოდ თავი უნდა ავარიდოთ ისეთ რეცეპტებს, სადაც შეგვხვდება მარგარინი, კაკაო და შოკოლადი.
    ბუთხუზა პატარებს აჯობებს შემწვარი ვაშლი მივართვათ და არა ვაშლის ღვეზელი, მუსიც უცხიმო ხაჭოსი იყოს, რადგან ჭარბი ტკბილეული არღვევს ნახშირწყლებისა და ცხიმების ბალანსს.
    ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ 3 წლის შემდეგ ბავშვებს "უფლება აქვთ” გასინჯონ უფროსების დესერტი.
    თუმცა არ ღირს სკოლამდელ ბავშვს შევთავაზოთ შოკოლადის ტორტი და კანფეტი. შოკოლადი ხშირად ალერგიას იწვევს და ნერვულ სისტემასაც აღაგზნებს. უკეთესი იქნება მოვერიდოთ ნამცხვრებს ცხიმიანი
    კრემით, კარამელს და შაქარყინულებს. რაც შეეხება ზეფირს და ნატურალურ მარმელადს ცოტა შეიძლება გავასინჯოთ.
    ალბათ დამეთანხმებით, დესერტს შეუძლია არა მარტო ასიამოვნოს პატარა გურმანი, არამედ გაამყაროს კიდეც მისი ჯანმრთელობა.
    ჩვენს ბიჭუნას ძალიან მოსწონს "ვაშლის ბორბლები”, რომელიც სულ არაა რთული მოსამზადებელი, რეცეპტიც საიტის ამ განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ.
    ისე, ცომეულის კეთების პროცესში ბავშვსაც თუ ჩართავთ, მერწმუნეთ ძალიან გაახარებთ და ასიამოვნებთ, რადგან უმეტესობას ცხობის პროცესი უფრო მოსწონს, განსაკუთრებით ცომის ზელვა.
    კატეგორია: დესერტები | ნანახია: 491 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 2.0/1
    სულ კომენტარები: 1
    1  
    ise ra kaiaa:-)

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge