მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
100 გრ. სტაფილო, 100 გრ. ნიახურის ძირები, 100 გრ. კეჟერა (კომბოსტო), 2 ს/კ დაკონსერვებული ბარდა, 2 ს/კ ზეთი, 2 ც. მოხარშული კვერცხი, 15 გრ. 3%-იანი ძმარი, დაფქული თეთრი პილპილი, მარილი.
მომზადების წესი: წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ძმრისა და ზეთის ნაზავი, გააჩერეთ 15 წუთი.
დაამატეთ ბარდა და ამოურიეთ. სასალათეზე დადეთ ზვინად, მორთეთ წილაკებად დაჭრილი კვერცხით.
ულუფის რაოდენობა: 6; მომზადების დრო: 15 წუთი.