მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
წიწილის ხორცი – 220 გრ., ზეითუნის ზეთი – 50 გრ., თეთრი ღვინო – 50 მლლ., ხორცის ნახარში – 50 გრ., ტომატი-პიურე – 10 გრ., ახალი სოკო - 60 გრ., პომიდორი – 50 გრ., ტკბილი (ბულგარული) წიწაკა – 30 გრ., ფქვილი – 10 გრ., "კრუტონი” – 30 გრ., მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ფილე და ფეხები კარგად შებრაწეთ ზეითუნის ზეთში (ხრაშუნა "ქერქის” წარმოქმნამდე). დაასხით თეთრი ღვინო და ხორცის ნახარში, დაამატეთ ტომატ-პიურე და მოშუშეთ ხორცის დარბილებამდე.
გარნირი: ბადეზე (ბარბიქიუ) შემწვარი სოკო, კანგაცლილი, გულ-მოცლილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი; მარილმოყრილი, სიმინდის ფქვილში ამოვლებული და ზეითუნის ზეთში შემწვარი ტკბილი (ბულგარული) წიწაკა.
ხორცი დავაწყოთ "კრუტონი”-ზე. მოვასხათ ხორცის ნახარში, გარნირი და ყვავილების თაიგულების სახით შემოვაწყოთ გარშემო.