პარასკევი, 2024-03-29, 9:31 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 25 » შოკოლადის ტორტი
    7:37 PM
    შოკოლადის ტორტი

    ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადბელი და გემრიელი ტორტი.

    ინგრედიენტები

    ბისკვიტი:

    4 კვერცხი

    120გრ შაქარი

    100გრ ფქვილი

    20გრ კაკაოს ფხვნილი

    კრემი:

    100გრ შოკოლადი

    250გრ ნაღები(33%-40%)

    2 სუფრის კოვიზი ფორთოხლის ლიქიორი

    გასაჭღენთად:

    100მლ ფორთოხლის წვენი

    50გრ შაქარი

    2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი

    მინანქარი:

    40გრ კარაქი

    40გრ შოკოლადი

    1 სავსე სუფრის კოვიზი ფორთოხლის ჯემი(მინანქრის ქვემოდან ტორტზე გადასასმელად)

    ფორმა 20სმ დიმეტრში

    ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე

    მომზადების წესი:

    დაიწყეთ ბისკვიტის მომზადება. ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქრის ნახევართან ერთად(60გრ).


    ათქვიფეთ სანამ მასა არ გათეთრდება.



    ათქვიფეთ ცილები მყარი ქაფის მიღებამდე და დაუმატეთ დარჩენილი შაქარი(60გრ). ათქვიფეთ სანამ ქაფი ბზინვარე არ გახდება.



    აურიეთ ცილები და გულები ერთმანეთში, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო.


    ფრთხილად ამოურიეთ, რათა მასა არ ჩავარდეს და ფაფუკი დარჩეს.



    ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. ბისკვიტი გამოიღეთ ღუმელიდან და დატოვეთ გასაგრილებლად სულ მცირე 6-8 საათით.

    სიროფისთვის გამოწურეთ ფორთოხლიდან წვენი, დაუმატეთ შაქარი და გააცხელეთ შაქრის გახსნამდე. გააგრილეთ და დაუმატეთ ლიქიორი.


    კრემისთვის გააცხელეთ ნაღები და დაასხით შოკოლადის ნატეხებს. ინტენსიურად მოურიეთ შოკოლადის სრულ გახსნამდე, შემდეგ დაუმატეთ ლიქიორი და შეინახეთ მაცივარში რამოდენიმე საათით.


    ბისკვიტი სამად გაჭერით.


    კარგად გაციებული კრემი ათქვიფეთ მიქსერით. კრემის ნაწილი შეინახეთ გასაფორმებლად.


    ბისკვიტის პირველი ფენა გაჟღინთეთ სიროფით და წაუსვით კრემი.



    დააფარეთ მეორე ფენა და იგივე გაიმეორეთ. დააფარეთ მესამე ფენა, ისიც გაჟღინთეთ სიროფით და გადაუსვით გასაფორმებლად შენახული კრემი. შეინახეთ ტორტი მაცივარში.



    მოამზადეთ მინანქარი - ერთად გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი. ფორთოხლის ჯემი შეათბეთ, გაცერით და გადაუსვით ტორტს.


    დაასხით ტორტს შოკოლადის მინანქარი და ფრთხილად გადაანაწილეთ.

    მოსართავად გამოიყენეთ გახეხილი შოკოლადი.

    გემრიელად მიირთვით!

    კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 3445 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge