ოთხშაბათი, 2024-04-24, 6:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 25 » სამმაგი შოკოლადის ჩიზქეიქი
    9:14 PM
    სამმაგი შოკოლადის ჩიზქეიქი

    ფანტასტიური ჩისქეიქი-ნაზი, ხავერდოვანი და მკვეთრად გამოხატული შოკოლადის გემოთი. რატომ სამმაგი? იმიტომ რომ პირველი ფენა შოკოლადის ორცხობილისგან არის, მეორე შოკოლადის შიგთავსის, მესამე კი შოკოლადის მინანქარია. ჩიზქეიქის გემო ვარირებს შოკოლადის სახეობიდან გამომდინარე.

    თქვენ დაგჭირდებათ:

    პირველი ფენა

    -250გრ შოკოლადის ორცხობილა (ან ჩვეულებრივი ორცხობილა+2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი).

    -150გრ კარაქი.

    მეორე ფენა

    -900გრ მასკარპონე ან ფილადელფია (ნაღების ყველი)

    -250გრ შაქარი.

    -4 კვერცხი.

    -200გრ არაჟანი (20%)

    200გრ შოკოლადი (50%-60% კაკაოს შემცველობა).

    მინანქარისთვის:

    -100გრ შოკოლადი.

    60მლ ნაღები (20-35% ცხიმიანობის).

    მომზადება:

    1. ბლენდერში დაფშხვენით ორცხობილა და დაუმატეთ გამდნარი კარაქი.

    2. გასახსნელი ფორმა დიამეტრით 22-24სმ ამოავსეთ ორცხობილის მასით.

    3. 170გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ ფორმა 10 წუთით. გამოიღეთ ფორმა და გააგრილეთ. ღუმელში ტემპერატურა 160 გრადუსზე გადააყენეთ.

    4. აურიეთ ყველი და შაქარი, თითო თითოდ დაუმატეთ კვერცხი და ბოლოს არაჟანი.

    5. გაალღვეთ შოკოლადი და მიღებულ კრემს დაუმატეთ.

    6. გადაიტანეთ კრემი ორცხობილის ფენაზე. მოათავსეთ ფორმა ღუმელში ერთი საათით, ქვევით მოათვსეთ მეორე ფორმა მდურარე წყლით. მზა ჩიზქეიქს, ფორმაზე კოვზით დაკაკუნებისას მხოლოდ შუაგული უნდა უთრთოდეს.

    7. მზა ჩიზქეიქი გამორთულ და დახურულ ღუმელში კიდევ ერთი საათით დატოვეთ. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და მაცივარში შეინახეთ მინიმუმ 6 საათით.

    8. მოამზადეთ მინანქარი. გააცხელეთ ნაღები და დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ოდნავ გაგრილებული მინანქარი მოასხით ჩიზქეიქს და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.

    გემრიელად მიირთვით!

    კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1609 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge