მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. შებოლილი ქათმის რბილობი, 1 ც. მჟავე კიტრი, 1 ც. მოხარშული ჭარხალი, 1 ც. ნიახურის ძირი, 1 ც. მოხარშული სტაფილო, 1 ც. მოხარშული კარტოფილი, 1/2 ჩ/ჭ მაიონეზი, ოხრახუში, მარილი, დაფქვილი პილპილი.
მომზადების წესი:
ქათმის რბილობი, კიტრი, ნიახურის ძირი, ჭარხალი და კარტოფილი დაჭერით კუბებად.
ხორცი და ბოსტნეული შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, დაუმატეთ მაიონეზი. სუფრაზე გატანის წინ გააფორმეთ სტაფილოს ნაჭრებით და მწვანილით.
ულუფების რაოდენობა: 4, მომზადების დრო: 20 წუთი