სამშაბათი, 2024-03-19, 12:21 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 25 » საბავშვო გლინტვეინი
    11:39 PM
    საბავშვო გლინტვეინი

    ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი წლის ცივ პერიოდში, გლინტვეინი - წითელი ღვინო სუნელებით. მაგრამ რა ქნან ბავშვებმა, ორსულებმა ან ვინც საერთოდ არ სვავს ალკოჰოლს? გთავაზობთ უალკოჰოლო ვარიანტს ამ უგემრიელესი სასმელის.

    ინგრედიენტები:

    4 პორციაზე:

    შავი მოცხარი (შეიძლება გაყინული, ან შაქართან ერთად გახეხილი)- 200გრ.

    წყალი - 800 მლ.

    შაქარი - 3 ან 4 სუფრის კოვზი.

    სპეციების ნარევი გლინტვეინისთვის (ქიშმიში, გოჯა, დარიჩინი, მიხაკი)- 35 გრ.

    ფორთოხალი - 1 ცალი.

    ვაშლი - 1 ცალი.

    ლიმონი - ½ ცალი.

    მომზადების წესი:

    1. თუ კენკრა გაყინულია, გავალღოთ და დავდუღროთ. შემდეგ კარგად დავჭყლიტოთ მოცხარი და გავწუროთ, მიღებული წვენი შევინახოთ დროებით მაცივარში.

    2. კენკრისგან დარჩენილ ჩენჩოებს დავასხათ ცხელი წყალი და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავცრათ.

    3. ნახარში გავაცხელოთ, დავამატოთ შაქარი, სუნელები, გამოვრთოთ ცეცხლი და გავაჩეროთ 30-40 წუთი.

    4. გავცრათ ნახარში, დავუმატოდ თავიდან გაწურული წვენი და გავაცხელოთ 80 გრადუსამდე.

    5. ფორთოხალს და ლიმონს მოვაცილოთ ქერქი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ვაშლი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

    6. ჩავაწყოთ დაჭრილი ხილი ჭიქებში და დავასხათ ცხელი ნახარში.

    კატეგორია: სასმელები | ნანახია: 1093 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge