ფუნთუშა - 26 მარტში 2012 - mzareuli.do.am
ორშაბათი, 2016-12-05, 7:28 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » ფუნთუშა
    5:09 PM
    ფუნთუშა
     საჭირო ინგრედიენტები:
    500 მლ. რძე
    კვერცხი
    ჭიქა შაქარი
    100 გრ კარაქი
    900 გრფქვილი
    150-200 გრ. ქიშმიში
    1. საფუარი, ვანილი 
    სამარხვო:
    500 მლ. წყალი
    ჭიქა შაქარი
    100 გრ ზეთი
    900 გრფქვილი
    150-200 გრ. ქიშმიში
    1.კ საფუარი, ვანილი (სამარხვო ფუნთუშას მომზადების წესი იგივენაირია, რძის და კარაქის ნავლად წყალი და ზეთი. ხოლო კვერცხი საერთოდ არ გამოიყენოთ)













    მომზადების წესი: 
    1. შემთბარ რძეში (ან წყალში) ჩავყაროთ შაქარი, საფუარი, კვერცხი  და მოვურიოთ. დავამატოთ ქიშმიში, ფქვილი, ვანილი და მოვცომოთ კარგად. დავამატოთ გამდნარი და გაგრილებული კარაქი (ან ზეთი) და განვაგძოთ ცომვა მანამ სანამ ერთიანი მასა არ გახდება და ხელზე აღარ მოგვეკრობა.
    2. ცომს დავახუროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას 1-2 საათი სანამ კარგად არ ამოვა.
    3. ამოსული ცომი ჩავზილოთ და მისგან გავაკეთოთ მუჭისოდენა გუნდები. მოვათავსოთ ცხიმწასმულ მრგვალ ან ოთკუთხედ ფორმაზე. იმისათვის, რომ ფუნთუშა ლამაზიც გამოვიდეს
    თავზე გადაუსვით კვერცხის გულის ნარევი ან გუნდა ჩავაწოთ ჯერ კვერცხის გულის ნარევში და შემდეგ შაქრის ფხვნილში. გამზადებული გუნდები გავაჩეროთ კიდევ 1 საათი.
    4. შევდგათ ღუმელში დაბალ ცეცხლზე. ვაცხობთ 30-40 წუთი.
     
    რჩევა:
    * რძე ან და წყალი არ უნდა იყოს ცხელი. 
    * თავზე წასასმელი კვერცხის გულს დაუმატეთ 1ს.კოვზი წყალი და მწიკვი შაქარი. 
    * ფუნთუშას ცომით შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით გააკეთოთ ფუნთუშები ჯემის, ნიგვზის ან კრემის შიგთავსით ან დაუმატოთ ცუკატები თქვენი სურვილის და გემოვნების მიხედვით.

    კატეგორია: ტკბილეულობა | ნანახია: 1868 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 2.0/1
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge