მარმელადის ტორტი - 26 მარტში 2012 - mzareuli.do.am
ორშაბათი, 2016-12-05, 7:27 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » მარმელადის ტორტი
    9:19 PM
    მარმელადის ტორტი

    მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

    250 გრ. მარმელადი, 130 გრ. მარგარინი, 9 ც. კვერცხი, 9 ს/კ შაქარი, 6 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ ლიმონის წვენი მინანქრისთვის, 3 ჩ/კ სახამებელი, 3 ჩ/კ შაქრის პუდრი.

    მომზადების წესი:

    კვერცხი გარეცხეთ და 1 კვერცხის ცილა გადადეთ მინანქრისთვის. ფქვილი შეაერთეთ სახამებელთან.

    კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად მდგრადი ქაფის მიღებამდე, ბოლოს ჩაასხით ლიმონის წვენი.

    თანდათან დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, 100 გრ. მარგარინი დაარბილეთ არაჟნისმაგვარ კონსისტენციამდე (არ გაადნოთ) და ფრთხილად შეურიეთ ცომს, ამავდროულად მიღებულ მასაში ჩაყარეთ მარმელადის ნაჭრები, ცოტაოდენი დატოვეთ მოსართავად.

    ფორმას წაუსვით დარჩენილი მარგარინი და ჩაასხით ცომი, გამოაცხვეთ 200°С.  გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ. მინანქრისთვის მაცივარში გაცივებულ ცილას დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქრის პუდრის 1/3 ნაწილი და ათქვიფეთ მიქსერით მდგრადი ქაფის მიღებამდე, ნელნელა დაამატეთ დანარჩენი პუდრი.

    მიღებული მასა გადაუსვით ბისკვიტს და მორთეთ მარმელადით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაყაროთ მოსართავი ფერადი შაქარი.

    ულუფის რაოდენობა: 6; მომზადების დრო: 55 წუთი.

    კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 364 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge