ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:27 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » ქიშმიშიანი რულეტი
    9:20 PM
    ქიშმიშიანი რულეტი

    მოსამზადებლად გვესაჭიროება:

    600 გრ. ცომი, 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 100 გრ. სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი.  

    მომზადების წესი: ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქისა და 40 სმ. სიგანის ფენად. მასზე თანაბრად დავყაროთ ქიშმიში, შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.

    დავახვიოთ და მივცეთ რულეტის ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ნაწიბურით ქვევით და ოდნავ დავაწვეთ. 30-40 წუთის შემდეგ ჩავჩხვლიტოთ ზედაპირი ხის ჩხირით, შევდგათ ქურაში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 200-220° ტემპერატურაზე.

    გამოცხობილ რულეტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ქიშმიშს შეიძლება დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული და დაჭრილი ნიგოზი. 1 კგ. საფუარიანი ცომის მომზადება: 600 გრ. ხორბლის ფქვილი, 200 მლ წყალი, 50 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 100 გრ შაქარი, 20 გრ საფუარი, 1 ჩაის კოვზი მარილი.

    ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, შაქარი, მარილი, კარაქი, მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, როცა ცომი აფუვდება, დავამუშავოთ.
    საახალწლო სამარხვო სუფრას ნამდვილად მოუხდება ეს რულეტი
    კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1424 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge