პარასკევი, 2024-04-19, 10:27 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » ხაჭოს ნამცხვრები
    5:04 PM
    ხაჭოს ნამცხვრები
    საჭირო ინგრედიენტები:
     
    150გრ კარაქი
    200 გრ ხაჭო
    100 გრ არაჟანი
    2ც კვერცხი
    2ჭ შაქარი
    3ჭ ფქვილი
    ვანილი
    სოდა ძმრით
    შოკოლადი
    შაქრის დეკორატიული ფიგურები
     
    მომზადების წესი:
     
    ჯამში მოვათავსოთ ოდნავ შერბილებული კუბებად დაჭრილი კარაქი.
    დავუმატოთ შაქარი, ფქვილი და კარგად ავურიოთ, ისე რომ ფხვიერი მასა მივიღოთ.
    შემდეგ ვუმატებთ არაჟანს (რომელშიც გავხსნით ოდნავ სოდას ძმართან ერთად),
    ხაჭოს და 2ც კვერცხს. ცომის მასა კარგად მოვზილოთ. 15 წუთი გავაჩეროთ. მანამდე კი ღუმელი ავანთოთ, რომ კარგად გახურდეს.
    ამასობაში ჩვენს პატარასთან ერთად შეგვიძლია ცომისგან სხვადასხვა ფორმის ფიგურები გამოვძერწოთ და ცხიმწასმულ ტაფაზე ლამაზად დავალაგოთ.
    ჩვენ ცომისგან მანქანები, სახლი, ხე და შუქნიშანი გავაკეთეთ, ასევე მრგვალი ბურთულები, რომელთაც გულში შოკოლადი ჩავურთეთ.
    ზემოდან გამზადებულ პატარა ნამცხვრის ფორმებს ფუნჯით კვერცხის გული გადავუსვით და შაქრის ფერადი პაწაწინა ფიგურები მოვაყარეთ. 
    ცხობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, 180 გრადუს ტემპერატურაზე.
     
     
    კატეგორია: ტკბილეულობა | ნანახია: 1172 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge