სამშაბათი, 2024-04-23, 10:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 25 » ხაჭოს დესერტი ატამთან ერთად
    9:22 PM
    ხაჭოს დესერტი ატამთან ერთად

    ინგრედიენტები:

    ატამი ან კონსერვირებული ატმების ქილა

    500გრ ხაჭო

    150გრ იოგურტი დანამატების გარეშე

    50გრ კარაქი

    ½ ჭიქა შაქარი

    3 კვერცხი

    3 სუფრის კოვზი მანის ბურღული

    1 ლიმნის ცედრა

    2 ჩაის კოვზი გასაფხვიერებელი

    50გრ ნუში

    მომზადების წესი:

    ოთახის ტემპერატურის კარაქი აურიეთ შაქართან და კვერცხთან ერთად. ბლენდერში ხაჭო და იოგურტი მოათავსეთ და კარგათ ათქვიფეთ. კარაქის მასას დაუმატათეს ხაჭო და ცედრა. მანის ბურღულს გასაფხვიერებელი და ატამი დაუმატეთ. ცხიმ წასმულ ფორმაში ნახევარი ნუშის პორცია მოაყარეთ (მსხვილად დაფქული ნუში), ზემოდან ხაჭოს მასა მოათავსეთ, გაასწორეთ და დანარჩენი ნუში მოაყარეთ, აგრეთვე ზემოდან კიდევ ატმის ნაჭრები შეგიძლიათ დაალაგოთ. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე, მოათავსეთ შიგნით ფორმა და 1 საათი გამოაცხვეთ. მზად ყოფნა ხის ჯოხით შეგიძლიათ შეამოწმოთ, ნამცხვარში ჩარჭობის შემდეგ ჯოხი თუ მშრალი ამოვიდა ესეიგი ნამცხვარი მზად არის.

    გემრიელად მიირთვით!

    კატეგორია: დესერტები | ნანახია: 1184 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge