ოთხშაბათი, 2024-04-24, 5:28 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 25 » კექსი შოკოლადში
    7:18 PM
    კექსი შოკოლადში


    გემრიელი და უჩვეულო რეცეპტურის კექსი.

    ინგრედიენტები

    ცომი:

    70გრ ფქვილი

    50გრ სახამებელი

    90გრ შაქარი

    100გრ კარაქი

    5 კვერცხის გული

    3 კვერცხის ცილა

    40გრ შესქელებული რძე

    ½ ჩაის კოვზი გასაფხვიერებელი

    რამოდენიმე წვეთი ნუშის ესენცია ან 2 ჩაის კოვზი ამარეტოს ტიპის ლიქიორი

    მინანქარი:

    40გრ შოკოლადი

    40გრ კარაქი

    ფორმა - საშუალო, შუაში ნახვრეტით (აქ 16სმ დიამერტში და 6სმ სიმაღლეში, ნახვრეტით).

    მომზადების წესი:

    ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. ღუმელი გაახურეთ 170 გრადუსამდე.

    ათქვიფეთ 100გრ კარაქი და 90გრ შაქარი გათეთრებამდე.


    თქვეფვისას თითო თითოდ დაუმატეთ კვერცხის გულები.


    შემდეგ დაუმატეთ შესქელებული რძე და ლიქიორი ან ესენცია.


    ჩაყარეთ 70გრ ფქვილი, 50გრ სახამებელი და  ჩაის კოვზის 1/2 გასაფხვიერებელი. კარგად აურიეთ.


    ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილები მყარი ქაფის კონსისტენციამდე და კოვზით შეურიეთ ცომს.



    გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 170 გრადუსზე. მზა კექსი გააგრილეთ.



    მინანქარისთვის აურიეთ და ერთად გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი. დაასხით კექს.

    გემრიელად მიირთვით!

    კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1363 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge