გოზინაყი - 26 მარტში 2012 - mzareuli.do.am
ორშაბათი, 2016-12-05, 7:26 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » გოზინაყი
    6:52 PM
    გოზინაყი
    საჭირო ინგრედიენტები: 
    2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი 
    1 ჭიქა თაფლი (უფრო არომატულია წაბლნარევი თაფლი)
    2 ს. კოვზი შაქარი
     
    მომზადების წესი:
    1. მოვხალოთ ნიგოზი, რომ გაცივდება მოვაშოროთ კანი და დავჭრათ წვრილად.

    2. თუჯის ტაფაზე დავასხათ თაფლი და დავამატოთ შაქარი.
    ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთი და თან ვურიოთ. გადავდგათ ცეცხლიდან 15 წუთით. გაგრილებული გავდგათ ისევ ცეცხლზე ვურიოთ ისევ რამოდენიმე წუთი ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.  მესამედ გავაგრძელოთ დუღილი მანამ სანამ თაფლი არ შესქელდება. (შესაძლებელია სისქის შემოწმება ცივ წყალში დადუღებული თაფლის ჩაწვეთებით. წვეთი ისე უნდა დაეშვას ფსკერზე რომ წყალში არ უნდა გაიშალოს..)
     
    3. უკვე დადუღებულ ცხელ თაფლს გადმოვდგამთ ცეცხლიდან,  დავამატოთ  ნიგოზი და კარგად მოვურიოთ რომ ერთიანი მასა გახდეს.
     
    4. გადმოვიტანოთ წინასწარ დასველებულ ხის დაფაზე და სველი საბრტყელებლით გავაბრტყელოთ.  დავჭრათ რომბებად თბილი. რადგან გაციებული გოზინაყი ძნელი დასაჭრელია.

    რჩევა: თაფლი არ დატოვოთ ცეცხლზე უყურადღებოდ რომ უცებ არ დაიწვას. დაადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ თანდათან.
     


    ასე ტკბილად დამიბერდით.
    კატეგორია: დესერტები | ნანახია: 510 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge