ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:11 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 26 » ღორის ხორცის რაგუ
    9:31 PM
    ღორის ხორცის რაგუ

    მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

    800 გრ. ღორის ხორცი, 2 ც. საშუალო ზომის სტაფილო, 1 დიდი თავი ხახვი, 450 გრ. წითელი, მშრალი ღვინო, 3-4 კბილი ნიორი, 400 გრ. ქამა სოკო, 2 ს/კ ფქვილი, 2 ს/კ ტომატ-პასტა, 1/2 ც. დაფნის ფოთოლი, 1/4 ჩ/კ კვლიავი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

    მომზადების წესი:

    ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, შეწვით ზეთში. შემწვარი ხორცი გადაიღეთ ქვაბში. იმავე ტაფაზე 3-4 წუთის განმავლობაში მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოთკუთხედებად დაჭრილი სტაფილო და ხახვი.

    1 წუთში ერთხელ, თითო-თითო დაუმატეთ და მოდაღეთ ჯერ ფქვილი, შემდეგ ტომატ-პასტა, ღვინო, ერთად ჩაამატეთ დაფნის ფოთოლი, კვლიავი, პილპილი, მარილი და მოთუშეთ კიდევ 5 წუთი.

    მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში ხორცთან, შედგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ციცხლი, დაფარეთ ქვაბს სახურავი და ხარშეთ დაახლოებით 1 საათი (ძროხის ხორცი – 1,5-2 სთ.). სანამ ხორცი იხარშება, ტაფაზე ზეთზე შეწვიოთ ოთხად გაჭრილი სოკო, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მანამ, სანამ სოკო არ დარბილდება და სითხე არ აორთქლდება. შემწვარი სოკო ჩაუშვით ქვაბში ხორცთან, ამოურიეთ და სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ოხრახუში.

    კატეგორია: კერძები | ნანახია: 1520 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge