პარასკევი, 2024-04-19, 3:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    

    მთავარი » 2012 » მარტი » 25 » დესერტი მოცვით
    11:31 PM
    დესერტი მოცვით

    უგემრიელესი და სასარგბელო დესერტი მოცვით. გაუკეთეთ თქვენს პატარებს ეს დესერტი და მოუწყვეთ მათ პატარა დღესასწაული.

    ინგრედიენტები 4 პორციისთვის:

    2 ჭიქა მოცვი (ჭიქა 230 მლ)

    3 ჩაის კოვზი შაქარი

    100მლ წყალი

    1 ჩაის კოვზი ჟელატინი და 1 სუფრის კოვზი წყალი

    კრემისთვის:

    350მლ ნაღები(33%)

    150გრ არაჟანი

    2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი

    მომზადების წესი:

    ჟელატინს დავასხათ 1 სუფრის კოვზი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთის განმავლობაში. მოცვის მესამედი დროებით გადავდოთ, დანარჩენი კი ბლენდერის საშუალებით ფაფად ვაქციოდ. მიღებული ფაფა საცერის საშუალებით გავცრათ. ჩენჩოებს დავასხათ 100მლ წყალი, დავუმატოდ შაქარი. მივიყვანოდ დუღილამდე და ვადუღოთ 5 წუთი. მიღებული ნახარში გავცრათ, ამჯერად ჩენჩო გადავყაროთ,
    ნახარში ქვაბში ჩავაბრუნოდ. დავუმატოთ ჟელატინი და მოვურიოთ სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. გავაგრილოთ და დავუმატოთ მოცვისგან თავდაპირველად მიღებული ფაფა და მთლიანი კენკრა, რომელიც ცალკე გადავდეთ. 3 სუფრის კოვზი მიღებული მუსიდან გადავდოთ, დანარჩენი კი გადავანაწილოთ ჭიქებში (ჭიქა ნახევრამდე გავავსოთ) და მაცივარში შევინახოთ.

    ავთქვიფოთ ნაღები და არაჟანი შაქრის პუდრთან ერთად.
    დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი მოცვის მუსი, რომელიც ცალკე გადავდეთ. მიღებული მასა დავადოთ მოცვის დესერტს და ისევ მაცივარში შევინახოთ 30-40 წუთით.

    კატეგორია: დესერტები | ნანახია: 1283 | დაამატა: muriko | რეიტინგი: 3.0/1
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    კატეგორიები
    დესერტები
    სალათები
    ნამცხვრები
    სასმელები
    ცომეული
    ტკბილეულობა
    თევზეული
    კერძები
    შესვლის ფორმა
    ჩვენი გამოკითხვა
    მოდწონთ საიტი?
    სულ პასუხი: 19
    სტატისტიკა
    статистика
    contadores de visitas eharmony.com
    contatori per blog
    www.wsa.ge